Posts

კორონა განაჩენი არ არის!

Image
მე ქართველი სტუდენტი ვარ, რომელსაც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი COVID-19-ის გადატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოუწია. დიდი ხნის განმავლობაში ვემალებოდი ჟურნალისტებს, რადგან სტრესის შემდეგ, უბრალოდ არ მინდოდა გამოჩენა და თითქოს ვერც ვწერდი ვერაფერს, მაგრამ ვფიქრობ, კორონას დამარცხების წარმატებული მაგალითი ყველა ადამიანს სიმშვიდეს მოუტანს და მე თუ შემიძლია ამაში წვლილი შევიტანო, მზად ვარ! რა მოხდა? მოგეხსენებათ, რომ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მიმართულების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად ვსწავლობდი იტალიურ ენას სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად. იმ დროს, როდესაც მთლიანი ჩრდილოეთ იტალია პანდემიის საფრთხის წინაშე იდგა, მთავრობამ რატომღაც არ გააუქმა კარნავალი ვენეციაში და ჩემი კურსელებიც გართობის მიზნით არ შეუშინდნენ წასვლას, შემდეგ დაბრუნდნენ და ეს ავადსახსენებელი ვირუსიც ერთ-ერთმა საჩუქრად ჩამომიტანა. როგორ დაიწყო? ამ დღიდან 4 დღის შემდეგ, ვიგრძენი იმდენად სუსტი ყელის ტკივილი, რომ მეგონა ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა ამდენი შიშისგან, თუ